Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი არ არის ურანის უცხოეთში გაგზავნის წინააღმდეგი, მაგრამ გარანტიებს მოითხოვს


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანი არ არის დაბალ საფეხურზე გამდიდრებული ურანის უცხოეთში გაგზავნის წინააღმდეგი, მაგრამ მოითხოვს 100-პროცენტიან გარანტიას, რომ მას მაღალ დონეზე გამდიდრებულ ურანს დაუბრუნებენ სამედიცინო კვლევისთვის განკუთვნილი რეაქტორისთვის. საგარეო უწყების პრეს-მდივნის განცხადება მიუთითებს გაეროს მიერ შეთავაზებული წინადადებისადმი ირანის პოზიციის შერბილებაზე. გასულ კვირაში საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მანუჩერ მოტაკის განცხადებამ ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ირანი გაეროს შეთავაზებაზე უარის თქმას აპირებდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირანი გააფრთხილა, რომ მის უარს "შედეგები" მოჰყვება. გაეროს წინადადების მიზანია, დასავლეთში განელდეს შეშფოთება, რომ ირანი ურანის გამდიდრებაზე მუშაობს ბირთვული იარაღის შესაქმნელად.
XS
SM
MD
LG