Accessibility links

logo-print

თბილისმა რუსეთის მოქალაქეები მოსკოვს გადასცა


საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის მეშვეობით რუსეთს მისი დაკავებული მოქალაქეები გადასცა. ალექსანდრ პოპოვი, მაქსიმ ბერეზინი და ალექსანდრ ბორკოვი სამართალდამცავებმა ორშაბათს საღამოს, გორის რაიონის სოფელ ზემო ნიქოზთან საქართველო-რუსეთის საზღვრის და სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო დააკავეს. თავად დაკავებულთა ინფორმაციით, ისინი ცხინვალში ერთ-ერთ მშენებლობაზე მუშაობდნენ და სეირნობისას მოსაზღვრე სოფელში აღმოჩნდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისმა კეთილი ნება გამოიჩინა და რუსეთის მოქალაქეები მოსკოვს გადასცა.
XS
SM
MD
LG