Accessibility links

logo-print

კოკოითიმ ცხინვალს გმირი ქალაქის სტატუსი მიანიჭა


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის სპეციალური ბრძანებით დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქს, ცხინვალს, გმირი ქალაქის სტატუსი მიენიჭა. კოკოითიმ ეს ბრძანება სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყების დღის მე-20 წლისთავზე, 23 ნოემბერს, საზეიმო სხდომის დროს წაიკითხა. მისი თქმით, ეს ჯილდო თითოეულ ცხინვალელს და სამშობლოს დამცველს ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG