Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა რამდენიმე დღეში წარმოადგენს ახალ სტრატეგიას ავღანეთისთვის


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბოლო შეხვედრა გამართა იმის დასადგენად, თუ რამდენად მიზანშეწონილია ავღანეთში მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნა. მოსალოდნელია, რომ ობამა სულ რამდენიმე დღეში (აშშ-ში 26 ნოემბერს „მადლიერების დღის“ აღნიშვნის შემდეგ) გამოაცხადებს ახალ სტრატეგიას ავღანეთისთვის. წუხელ გამართული შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი. ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს ჯარების სარდალი, გენერალი სტენლი მაკკრისტალი დამატებით 40 000-ს ამერიკელ ჯარისკაცს ითხოვს გააქტიურებული თალიბანის წინააღმდეგ საბრძოლველად.
XS
SM
MD
LG