Accessibility links

ლონდონში დაიწყო საჯარო მოსმენა ერაყის ომის შესახებ


ლონდონში დაიწყო საჯარო მოსმენა ერაყის ომში ბრიტანეთის მონაწილეობის შესახებ. ხუთწევრიანი საბჭო დაკითხავს ყოფილ საჯარო მოხელეებსა და მთავრობის წევრებს იმის დასადგენად, თუ რატომ და როგორ ჩაერთო ბრიტანეთი ომში 2003 წელს. ერთ-ერთ მთავარ მოწმედ, რომელსაც მომავალში დაკითხავენ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ითვლება. 2003 წელს ბლერმა 45000-მდე ჯარისკაცი გააგზავნა ომში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად. დროთა განმავლობაში ბრიტანეთის მოსახლეობაში ერაყის ომისადმი უარყოფითმა დამოკიდებულებამ იმატა. საგამოძიებო საბჭო მთავრობის მიერ არის შექმნილი, მაგრამ მისი თავმჯდომარე, ჯონ ჩილკოტი გამოძიების დამოუკიდებლობის პირობას დებს. მოსმენა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე გასტანს და მისი საბოლოო შედეგები არ გამოქვეყნდება მანამდე, სანამ არ ჩაივლის მომავალი წლის ბოლოსთვის დანიშნული საყოველთაო არჩევნები.
XS
SM
MD
LG