Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავარაუდოდ, ერაყში არჩევნები არ გაიმართება


ერაყის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფარაჯ ალ-ჰაიდარის განცხადებით, ერაყი, სავარაუდოდ, ვერ გამართავს საყოველთაო არჩევნებს გეგმისამებრ, იანვარში. არჩევნები, ამ გეგმით, 18-23 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ერაყის ვიცე-პრეზიდენტმა ტარეკ ალ-ჰაშემიმ, რომელიც სუნიტი მუსულმანია, გასულ კვირაში გამოიყენა ვეტო საარჩევნო კანონის ერთი ნაწილის წინააღმდეგ. მისი შეფასებით, უცხოეთში მყოფი ერაყელები, უმეტესწილად სუნიტები, საკმარისი რაოდენობით არ არიან წარმოდგენილი. ორშაბათს პარლამენტმა შეცვლილი კანონპროექტი დაუბრუნა პრეზიდენტის საბჭოს, მაგრამ არ გაუწევია ანგარიში ვიცე-პრეზიდენტ ტარეკ ალ-ჰაშემის კრიტიკისთვის, რის გამოც სავარაუდოა, რომ ის კიდევ ერთხელ გამოიყენებს ვეტოს. საარჩევნო კანონი არჩევნებამდე 60 დღით ადრე უნდა დამტკიცდეს.
XS
SM
MD
LG