Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისს ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაცია სტუმრობს


თბილისს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის წევრები სტუმრობენ. ჩეხეთის დელეგაცია ვლასტიმილ სენალის მეთაურობით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორი დღის განმავლობაში გამართავს შეხვედრებს. სენალის განცხადებით, ეს ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერისა. 24 ნოემბერს ჩეხეთის დელეგაციას საქართველოს პარლამენტი მასპინძლობდა. სტუმრები შეხვდნენ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი მინაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს მიხეილ მაჭავარიანს, საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებსა და საპარლამენტო უმცირესობას. დღის ბოლოს - პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს. ოპოზიციასთან შეხვედრიდან გამოსულმა ვლასტიმილ სენალმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩეხეთი ევროკავშირის სახელით კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსადმი მხარდაჭერას და მოხარულია, რომ რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის აზრები არ იყოფა. დაგეგმილია შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროშო, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრთან და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან. ვიზიტი კულტურულ პროგრამასაც მოიცავს. ჩეხეთის დელეგაცია საქართველოს 27 ნოემბერს დატოვებს.
XS
SM
MD
LG