Accessibility links

logo-print

ოპოზიციამ საარჩევნო კოდექსის საკუთარი ვარიანტი შეიმუშავა


”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერებმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს საარჩევნო კოდექსის საკუთარი ვარიანტი, რომლის მხარდაჭერაზეც მმართველმა პარტიამ უარი თქვა. თავის მხრივ, არასამთავრობო სექტორმა ალიანსს შესთავაზა საკუთარი რეკომენდაციები, მათ შორის წინადადება, რომელიც საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თავიდან აცილებას შეეხება. შეხვედრის შემდეგ, ალიანსის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ კვლავ განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კონსულტაციების ფორმატს უნდა დაუბრუნდნენ, რასაც, სამოქალაქო სექტორიც ეთანხმება. დღესვე ალიანსის წევრმა ვიქტორ დოლიძემ, რომელმაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტი დაასრულა, ჟურნალისტებს აცნობა, რომ ეუთო მზად არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საქართველოში მეთვალყურეთა გრძელვადიანი მისია მიავლინოს.
XS
SM
MD
LG