Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტი ბოლივიაში ვიზიტით აგრძელებს სამხრეთამერიკულ ტურნეს


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დღეს ბოლივიაში ჩავიდა. ამ ვიზიტით ის აგრძელებს ტურნეს ლათინური ამერიკის იმ ქვეყნებში, რომელთა მემარცხენე მთავრობებიც ირანისადმი დადებით დამოკიდებულებას გამოხატავენ. აჰმადინეჟადს დედაქალაქ ლა პასის აეროპორტში სრული სამხედრო პატივით დახვდა ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი. ირანის პრეზიდენტის ტურნე ორშაბათს დაიწყო ბრაზილიაში ვიზიტით, სადაც მას პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ დაუდასტურა მხარდაჭერა ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ. თუმცა ლულამ აჰმადინეჟადს მოუწოდა, განაგრძოს მოლაპარაკება დასავლეთის მთავრობებთან, რომლებიც შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ატომური იარაღის დამზადებას ემსახურება. ბოლივიიდან აჰმადინეჟადი ვენესუელაში ჩავა.
XS
SM
MD
LG