Accessibility links

logo-print

პაკისტანელმა ჯარისკაცებმა 18 ექსტრემისტი დახოცეს ავღანეთის საზღვრის მახლობლად


პაკისტანელმა ჯარისკაცებმა დღეს 18 ექსტრემისტი დახოცეს. ოპერაცია მიმართული იყო ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ავღანეთში მყოფი დასავლელი სამხედროების მომარაგებას. პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლის განცხადებით, არმიამ დაიპყრო ზემოხსენებული ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი ბაზა და ხელში ჩაიგდო იარაღისა და ტყვია-წამლის დიდი საცავი. შეტაკება მოხდა ხიბერის რეგიონში, ავღანეთთან საზღვრის მახლობლად. შეერთებული შტატები ავღანეთში პაკისტანის გავლით აგზავნის სამხედრო მომარაგების დიდ ნაწილს.
XS
SM
MD
LG