Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას განცხადებით, ის მალე წარმოადგენს ახალ სტრატეგიას ავღანეთისთვის


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს განაცხადა, რომ მალე წარმოადგენს აშშ-ის ახალ სტრატეგიას ავღანეთისთვის და რომ მიზნად ისახავს ისეთი გეგმის შემუშავებას, რომლითაც „ბოლომდე მიიყვანს საქმეს“ რვა წლის წინ დაწყებული ომის შემდეგ. ამ შინაარსის განცხადება ობამამ გააკეთა ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელშიც მასთან ერთად ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მანმოჰან სინხი მონაწილეობდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ორშაბათს ბოლო შეხვედრა გამართა იმის დასადგენად, თუ რამდენად მიზანშეწონილია ავღანეთში მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნა. შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი. ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს ჯარების სარდალი, გენერალი სტენლი მაკკრისტალი დამატებით 40 000-ს ამერიკელ ჯარისკაცს ითხოვს გააქტიურებული თალიბანის წინააღმდეგ საბრძოლველად.
XS
SM
MD
LG