Accessibility links

logo-print

”ახალგაზრდა იურისტები” კორძაიას, ცაგურიას და ჯიშკარიანის დაკავებას აპროტესტებენ


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 23 ნოემბერს „მოძრაობა 7 ნოემბრის“ სამი წევრის დაკავებას მშვიდობიანი შეკრების უფლების უხეშ ხელყოფად აფასებს. „საპატრულო პოლიციის მხრიდან იმის განცხადება, რომ ირაკლი კორძაიამ, დაჩი ცაგურიამ და ჯაბა ჯიშკარიანმა დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესი, მოკლებულია ელემენტარულ სამართლებრივ დასაბუთებას. ტელეკომპანიების “მაესტრო” და ITV.ge-ს მიერ გავრცელებული კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ დემონსტრანტები მაქსიმალურად იყვნენ მოცილებული პარლამენტის შენობიდან, ისინი არ გადასულან გზის სავალ ნაწილზე და ხელს არ უშლიდნენ ხალხისა და ტრანსპორტის მოძრაობას. შესაბამისად, შეკრების მონაწილეების მხრიდან არ დარღვეულა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესი“,- ნათქვამია ”ახალგაზრდა იურისტების” განცხადებაში.

XS
SM
MD
LG