Accessibility links

logo-print

ევროკავშირი რუსეთის სამი მოქალაქის გათავისუფლებას მიესალმება.


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი ჟილ ჟანვიე მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მიერ დაკავებული სამი რუსი მოქალაქის სწრაფ განთავისუფლებას. მისიამ გუშინ ერგნეთში, საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის ხელისუფლებისადმი დაკავებულების გადაცემას გაუწია მონიტორინგი.

ქართველმა სამართალდამცავებმა რუსეთის მოქალაქეები ალექსანდრე ბორკოვი, ალექსანდრე პოპოვი და მაქსიმ ბერეზოვი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და სავიზო რეჟიმის დარღვევისათვის დააკავეს.

XS
SM
MD
LG