Accessibility links

logo-print

მოზარდების გათავისუფლებას ცხინვალის არასამთავრობო სექტორიც ითხოვს


4 ნოემბერს დაკავებული ტირძნისელი მოზარდების შესახებ ცხინვალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და მალე საქმე სასამართლოს გადაეცემა განსახილველად. სასამართლოს გამართვის თარიღი არ კონკრეტდება. არც ის არის ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოზარდებთან დაკავშირებით ოსური მართლმსაჯულება. არასრულწლოვანების გათავისუფლება გადაწყვეტილია - ეს ინფორმაცია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მიაწოდა რადიო თავისუფლებას ცხინვალელმა ჟურნალისტმა თემურ ცხურბაითიმ. კოკოითის ხელისუფლებას მოზარდების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს ცხინვალის არასამთავრობო სექტორიც. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლირა ცხოვრებოვა მიიჩნევს, რომ ტირძნისელი მოზარდები ქართულმა მხარემ პროვოკაციისთვის გამოიყენა. ცხოვრებოვას აზრით, ოსურ მხარეს ბავშვების დაკავების შემდეგ ჯერ საერთაშორისო ხმაური უნდა აეტეხა და შემდეგ მოზარდები დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა.

XS
SM
MD
LG