Accessibility links

ვაშაძე, ბაქრაძე და გილაური საზღვარგარეთ გაემგზავრნენ


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით პარიზში გაემგზავრა. გრიგოლ ვაშაძისა და მისი ფრანგი კოლეგის ბერნარ კუშნერის შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება. საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელიც ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობს ვილნიუსში. თბილისიდან გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც, რომელიც ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდება. გილაური გახსნის ბიზნეს ფორუმს, რომლის მიზანიც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაა.
XS
SM
MD
LG