Accessibility links

ცხინვალი: ოთხი მოზარდიდან ერთი ქურდობაშიცაა ეჭვმიტანილი


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ დღეს დაადასტურა, რომ ოთხი ტირძნისელი მოზარდის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დასრულდა. პროკურატურის განცხადებაში, რომელიც სააგენტო ”რეს”-მა გაავრცელა, ნათქვამია, რომ გამოძიება ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვისა და საზღვრის დარღვევის გამო მიმდინარეობდა. ამავე განცხადების თანახმად, ოთხიდან ერთი არასრულწლოვანი სოფელ ხეითში ჩადენილ ქურდობაშიცაა ეჭვმიტანილი. დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოთხი არასრულწლოვანი მოქალაქის საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა.
XS
SM
MD
LG