Accessibility links

logo-print

ანდრეი მაკაროვი: შსს-სლიკვიდაცია უნდა მოხდეს


რუსეთის შსს-მ დღეს განაცხადა, რომ მოსკოვში 19 წლის ედუარდ ღურწკაიას ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით დეტალურ სამსახურეობრივ შემოწმებას ჩაატარებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხაილ სუხოდოლსკიმ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ შემოწმდება, თუ როგორ გახდნენ ეჭვმიტანილები მოსკოვის მილიციის თანამშრომლები და ვინ ხელმძღვანელობდა მათ პროფესიულ მომზადებას. მოსკოვში ახალგაზრდის მკვლელობისა და სხვა დანაშაულთა გამო, დღევანდელ ბრიფინგზე რუსეთის დუმის დეპუტატმა პარტია ”ედიანაია როსიიდან” ანდრეი მაკაროვმა მილიცია გააკრიტიკა. მისი განცხადებით, შსს საკუთარ ხალხს ებრძვის. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ უწყების რეფორმირება შეუძლებელია, ამიტომ მისი ლიკვიდაცია უნდა მოხდეს.
XS
SM
MD
LG