Accessibility links

ბომბეის თავდასხმაში 7 პირი ცნეს დამნაშავედ


პაკისტანში ანტი-ტერორისტულმა სასამართლომ 7 ეჭვმიტანილი დამნაშავედ სცნო გასულ წელს ბომბეიში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში, რომელსაც 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. განსასჯელები თავს არ სცნობდნენ დამნაშავედ 26-29 ნოემბერს მომხდარი თავდასხმის ორგანიზებასა და განხორციელებაში. ხუთშაბათს ინდოეთი თავდასხმის პირველ წლისთავს აღნიშნავს. ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი უკვე სასამართლოს წინაშეა, მან დანაშაული აღიარა. პროკურორების განცხადებით, მუჰამედ აჯმალ ამირ ყასაბი უშუალოდ თავდასმსხმელთაგან ერთადერთი პირია, რომელიც დღესაც ცოცხალია.
XS
SM
MD
LG