Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე ჰაჯი დაიწყო


საუდის არაბეთში, მუსულმანების წმინდა ქალაქებში - მექასა და მედინაში - ჰაჯი დღეს ასი ათასობით მუსულმანმა დაიწყო. მექაში ყოველ წელს 2 მილიონზე მეტი მომლოცველი ჩადის ჰაჯში მონაწილეობის მისაღებად. წელს, სავარაუდოდ, პილიგრიმთა რიცხვი ნაკლები იქნება, ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების საფრთხის გამო. H1N1 ვირუსით უკვე 4 მომლოცველი გარდაიცვალა. საუდის არაბეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის პილიგრიმებს შორის დაავადების გავრცელების აღსაკვეთად.
XS
SM
MD
LG