Accessibility links

logo-print

აჰმადინეჟადი ვენესუელას სტუმრობს


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ვენესუელას სტუმრობს და პრეზიდენტ უგო ჩავესთან მართავს მოლაპარაკებას. აჰმადინეჟადს და ჩავესს - ორ პოპულისტ და ანტი-ამერიკელ ლიდერს - ერთნმანეთთან მჭიდრო კავშირები აქვთ და ბოლო წლის განმავლობაში უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართეს. ვენესუელაში მცხოვრები ებრაელები აჰმადინეჟადის ვიზიტს პროტესტით შეხვდნენ, და მას „ბოროტი“ ადამიანი უწოდეს. ოპოზიციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ჩავესისა და აჰმადინეჟადის ალიანსს „საშიშს“ უწოდებს. ვენესუელა მესამე და ბოლო ქვეყანაა, რომელსაც აჰმადინეჟადი მიმდინარე ვიზიტით სტუმრობს. მანამდე ის ბრაზილიაში და ბოლივიაში ჩავიდა, და თავისი ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებით მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ამ პროგრამით ირანი ბირთვული იარაღის შექმნის მისწრაფებას ნიღბავს.
XS
SM
MD
LG