Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ორი აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა


ერაყის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთით მდებარე შიიტურ ქალაქ ქარბალაში ორი ბომბი აფეთქდა, რასაც სულ მცირე 24 ადამიანის დაშავება მოჰყვა. აფეთქებები რამდენიმე წუთის ინტერვალით მოხდა.
ქარბალა - სადაც მნიშვნელოვანი რელიგიური ძეგლები მდებარეობს - რელიგიებს შორის ძალადობის სიხშირით გამოირჩევა. რამდენიმე დღის შემდეგ სუნიტები და შიიტები ოთხდღიანი დღესასწაულის - ეიდ ელ-ადჰას - აღნიშვნას იწყებენ.
XS
SM
MD
LG