Accessibility links

logo-print

ლავროვი: რუსეთი შესაძლოა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩაერთოს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი შესაძლოა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის გარკვეულ პროგრამებში ჩაერთოს. რუსეთისა და ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი ახალ ინიციატივას „ყურადღებით აკვირდება“, და ყველა პროგრამას სათითაოდ განიხილავს. აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა 6 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას - მათ შორის საქართველოს - მოიცავს და მათ რეფორმების სანაცვლოდ ეკონომიკურ მხარდაჭერას პირდება. პროგრამას საფუძველი მაისში ჩაეყარა - მაშინ მოსკოვი ამ ინიციატივას კრიტიკულად შეხვდა და რუსეთის რეგიონული გავლენისთვის საფრთხედ აღიქვა.
XS
SM
MD
LG