Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა კოპენჰაგენში კლიმატის შესახებ სამიტს დაესწრება


დასავლეთის მედია თეთრი სახლის ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, მომავალ თვეში კოპენჰაგენში ჩავა და კლიმატის შესახებ გლობალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ოფიციალური პირი - რომლის ვინაობა არ სახელდება - აცხადებს, რომ პრეზიდენტი კოპენჰაგენს 9 დეკემბერს ეწვევა, შემდეგ კი ოსლოში ჩავა, სადაც მას ნობელის პრემიას გადასცემენ. ამ დრომდე კლიმატის შესახებ კონფერენციაში ობამას მონაწილეობა ეჭვქვეშ იყო. სამიტში მონაწილეობას დაახლოებით 65 ქვეყნის ლიდერები მიიღებენ და გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად ხელშეკრულებაზე დაიწყებენ მუშაობას. ობამას ნათქვამი აქვს, რომ კოპენჰაგენის შეხვედრის შედეგი ჩვეულებრივი პოლიტიკური დეკლარაცია კი არ უნდა იყოს, არამედ ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც „მყისიერად ამოქმედებას“ შესძლებს.
XS
SM
MD
LG