Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სააგენტო დღეს ირანზე სამსჯელოდ იკრიბება


გაეროს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო დღეს იწყებს ორდრიან შეხვედრას, რომელიც ეხება ირანის დამოკიდებულებას თეირანის ბირთვულ პროგრამებზე საერთაშორისო გადაწყვეტილებების მიმართ. გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა (დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები) და გერმანიამ შეიმუშავეს ირანის შესახებ რეზოლუციის პროექტი, რომელსაც შეხვედრაზე წარმოადგენენ. შესაძლებელია, სააგენტოს ოცდათხუთმეტწევრიანმა საბჭომ კენჭი უყაროს რეზოლუციას, რომლითაც ბოლო ოთხი წლის მანძილზე პირველად დაგმობენ ირანის პოზიციას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრამდე განაცხადა, რომ ბირთვული შეიარაღების მქონე ირანი მიუღებელი იქნებოდა. გაეროს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა მოჰამედ ელ ბარადეიმ კი განაცხადა, რომ ირანის ბირთვული საწვავის საკითხზე გამოსავლის ძიებისას მოთმინება უსასრულო ვერ იქნება.
XS
SM
MD
LG