Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატო და მისი მოკავშირეები დამატებით 5000 ჯარისკაცს გზავნიან


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ ნატოს წევრები და მათი მოკავშირეები მზად არიან ავღანეთში დამატებით 5000 სამხედრო გაგზავნონ. ბრაუნის სპიკერმა - საიმონ ლუისმა აღნიშნა, რომ ბრაუნი ოპტიმისტურად არის განწყობილი ბოლო კვირების მანძილზე ავღანეთში დამატებითი ძალების გაგზავნის შესახებ ნატოს ათამდე წევრთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. ბრიტანეთი არ ასახელებს ქვეყნებს, ვინც ასეთი ნაბიჯისთვის მზად არის. ცნობილია, რომ სლოვაკეთმა გასულ კვირაში 250 ჯარისკაცის გაგზავნისთვის გამოთქვა მზადყოფნა და ცნობილია საქართველოდან 1000-მდე სამხედროს გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებაზე. ქართველი სამხედროების ნაწილი უკვე გაემგზავრა ავღანეთში, ნაწილი კი მომავალ წელს გაიგზავნება. თავად ბრიტანეთი, რომელსაც ავღანეთში 9000 სამხედრო ჰყავს, დამატებით 500 ჯარისკაცის გაგზავნას აპირებს.
XS
SM
MD
LG