Accessibility links

logo-print

თალიბთა ლიდერი ავღანელებს მიმართავს


თალიბანის ლიდერი მულა მოჰამედ ომარი ავღანელებს მოუწოდებს გაწყვიტონ ურთიერთობა ავღანეთის მთავრობასთან, რომელსაც ის ”მარიონეტულ” ადმინისტრაციად მოიხსენიებს. შეგახსენებთ ავღანეთის პრეზიდენტმა თავის საინაუგურაციო გამოსვლისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ავღანეთის ახალ მთავრობაში თალიბანის ყოფილ წევრთა ჩართვა, ვინც დაგმობს ტერორიზმს. თალიბთა ლიდერის განცხადებით, ავღანეთის ხალხი არ დათანხმდება მოლაპარაკებებზე, რომელიც ქვეყანაში უცხო ქვეყნების სამხედროთა ყოფნას გაახანგრძლივებს.
XS
SM
MD
LG