Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი 23 ნოემბერს დაკავებულებზე განცხადებას აქვეყნებს


განცხადებიდან შეიტყობთ, რომ სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის შესწავლა, რომელიც შეეხება 2009 წლის 23 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეების დაჩი ცაგურიას, ჯაბა ჯიშკარიანისა და ირაკლი კორძაიას ”მშვიდობიანი შეკრების აღკვეთისა და მათი დაკავების ფაქტს”. გარდა ამისა, განცხადებაში წაიკითხავთ: ”საქმის შესწავლის მიზნით სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან. ანალიზის დასრულების შემდეგ, სახალხო დამცველი ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიმართავს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი წინადადებებით, ხოლო თუ ეჭქვეშ დადგება კანონის ნორმათა კონსტიტუციურობა – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. მეორეს მხრივ სახალხო დამცველი სწავლობს, რამდენად იყო დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ზემოხსენებული პირების მიმართ, როდესაც განიხილებოდა მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევად ცნობისა და პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი”. სახალხო დამცველი თვლის, რომ ”დაირღვა მოქალაქეების - დაჩი ცაგურიას, ჯაბა ჯიშკარიანისა და ირაკლი კორძაიას კონსტიტუციით გათვალისწინებული შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება”. სახალხო დამცველის ეს შეფასება განცახდებაში დეტალურად არის განმარტებული.
XS
SM
MD
LG