Accessibility links

ინდოეთში ბომბეის თავდასმხების პირველ წლისთავს აღნიშნავენ


ინდოეთში აღნიშნავენ ექსტრემისტების მიერ ბომბეიში მოწყობილი თავდასხმების პირველ წლისთავს. თავდასხმები 2008 წლის 26 ნოემბერს დაიწყო, თითქმის სამი დღე გაგრძელდა და 166 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მსხვერპლისადმი მიძღვნილი ცერემონიები ოთხშაბათს საღამოს დაიწყო, დღეს კი ბომბეიში უშიშროების ძალების აღლუმი ჩატარდა. დღესვე პარლამენტარებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი დაღუპულების ხსოვნას. შარშანდელი თავდასხმების დროს პოლიციელებმა ცხრა ექსტრემისტი მოკლეს, გადარჩა ერთადერთი, რომლის სასამართლო პროცესიც ახლა მიმდინარეობს ინდოეთში. ინდოეთი პაკისტანში დაფუძნებულ ექსტრემისტულ ჯგუფს აკისრებს იერიშების პასუხისმგებლობას და პაკისტანის მთავრობისაგან მოითხოვს ჯგუფის იმ წევრების ექსტრადიციას, რომლებიც შესაძლოა, იერიშებში მონაწილეობდნენ. პაკისტანში გუშინ შვიდ ადამიანს წაუყენეს ბრალდება ბომბეის თავდასხმებთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე.
XS
SM
MD
LG