Accessibility links

logo-print

ჩინეთი ენერგეტიკული ეფექტიანობის გაზრდას აპირებს


ჩინეთმა დღეს პირობა დადო, რომ შეანელებს ნახშირორჟანგის ემისიის ზრდას გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ხელშესაწყობად. ეს დაპირება წინ უსწრებს გლობალურ კლიმატურ ცვლილებებზე გაეროს ეგიდით მოლაპარაკებას, რომელსაც 7-18 დეკემბერს კოპენჰაგენი უმასპინძლებს. ჩინეთის მიერ დღეს წარმოდგენილი გეგმის საფუძველზე ექსპერტები დაასკვნიან, რომ ნახშირორჟანგის ემისია კვლავაც გაიზრდება, ოღონდ უფრო დაბალი ტემპით. დღესვე ჩინეთმა გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ვენ ძიაბაო დაესწრება სამიტს დანიის დედაქალაქში.
XS
SM
MD
LG