Accessibility links

logo-print

გერმანიაში მაღალი რანგის ორი სამხედრო პირი გადადგა


გერმანიაში მაღალი რანგის ორი სამხედრო პირი გადადგა ავღანეთში სექტემბრის ინციდენტის გამო. საქმე ეხება ნატოს საჰაერო იერიშს, რომელსაც ათობით სამოქალაქო პირიც შეეწირა. განცხადება არმიის გენერალური ინსპექტორის, ვოლფგანგ შნაიდერჰანის გადადგომის შესახებ დღეს გააკეთა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. გადადგა ასევე სახელმწიფო მინისტრი თავდაცვის საკითხებში, პეტერ ვიხერტი. მათი გადადგომა მოჰყვა მასმედიაში გავრცელებულ ცნობას, რომ ბერლინთან მდებარე სამხედრო შტაბ-ბინას სამოქალაქო პირების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მიღებული ჰქონდა სულ რამდენიმე საათში საჰაერო იერიშის შემდეგ, რომელიც ავღანეთში 4 სექტემბერს განხორციელდა ერთ-ერთი გერმანელი ოფიცრის თხოვნით. არადა, გერმანელი ოფიციალური პირები თავდაპირველად ირწმუნებოდნენ, რომ საჰაერო დარტყმას მარტო თალიბების სიცოცხლე შეეწირა. ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულებს შორის, სულ ცოტა, 30 სამოქალაქო პირი იყო.
XS
SM
MD
LG