Accessibility links

logo-print

სროლამ უნგრეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სტუდენტი შეიწირა


უნგრეთის ქალაქ პეჩის უნივერსიტეტში სროლის შედეგად ერთი სტუდენტი დაიღუპა, დაიჭრა სამი. უნგრეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პოლიციამ დააკავა 23 წლის მამაკაცი, რომელმაც უნივერსიტეტში სროლა ატეხა. მისი მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია. უნივერსიტეტის პრეს-მდივნის განცხადებით, თავდასხმელიც ამავე სასწავლებელში სწავლობდა.
XS
SM
MD
LG