Accessibility links

logo-print

აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმების გაფორმება გადაიდო


შეერთებულმა შტატებმა გადაწია რუსეთთან იარაღის კონტროლის შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმების ბოლო ვადა. ამ შეთანხმებამ ცივი ომის დროინდელი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება უნდა ჩაანაცვლოს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, იან კელის განცხადებით, „პრეზიდენგი ობამა და პრეზიდენტი მედვედევი შეთანხმების წლის ბოლომდე გაფორმებისთვის მუშაობენ.“ შეთახმების გაფორმების ბოლო ვადად 5 დეკემბერი იყო დასახელებული. ამ ეტაპზე მხარეები შუალედურ შეთანხმებას განიხილავენ, რომელიც მოქმედი ხელშეკრულების პუნქტებს ტოვებს ძალაში. ივლისში, მოსკოვის სამიტზე ობამა და მედვედევი შეთანხმდენ, რომ 7 წლის განმავლობაში მათი ქვეყნების ბირთვულ საბრძოლო მასალებს შეამცირებენ.
XS
SM
MD
LG