Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ანდის კუდორსი და გატის პელნენსი


ანდის კუდორსი და გატის პელნენსი

ანდის კუდორსი და გატის პელნენსი

27 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ ლატვიელი ექსპერტები: ანდის კუდორსი, აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და გატის პელნენსი, ამავე ცენტრის ექსპერტი. მათ ისაუბრეს ამ ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ კვლევაზე, რომლის სახელწოდებაა - ”რუსეთის საგარეო პოლიტიკის ”ჰუმანიტარული განზომილება” საქართველოს, მოლდავეთის, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მიმართ”. რამდენიმეთვიან კვლევაში მონაწილეობდნენ ექსპერტები ბალტიის ქვეყნების, მოლდავეთის, უკრაინისა და საქართველოს კვლევითი ცენტრებიდან. საქართველოდან პროექტში მონაწილეობდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი. პროექტის მიზანი იყო რუსეთის საგარეო პოლიტიკის ჰუმანიტარული მიმართულებისა და ე.წ. Soft Power-ის მოქმედების მექანიზმების შესწავლა. რადიო თავისუფლების ეთერში ლატვიელმა ექსპერტებმა ისაუბრეს აგრეთვე სხვაობაზე ”ძველი” და ”ახალი” ევროპის დამოკიდებულებაში რუსეთის პოლიტიკის მიმართ.
XS
SM
MD
LG