Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირლანდიური კათოლიკური ეკლესია მღვდლების საქციელის გამო ბიდიშს იხდის


ირლანდიის კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა, კარდინალმა შონ ბრეიდიმ განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის წლების განმავლობაში მღვდლების მიერ არასრულწლოვანი ბიჭებზე სექსუალური ძალადობის გამო. კარდინალმა ასევე ბოდიში მოიხადა ეკლესიის ქმედების გამო, რომელიც, ასევე წლების განმავლობაში, ცდილობდა მიეჩქმალა მსგავსი ფაქტები. კარდინალი ბრეიდის განცხადება მოჰყვა ირლანდიის მთავრობის მოხსენებას, სადაც გამოკვლეული ათწლეულობის განმავლობაში მომხდარი ფაქტები, როდესაც ეკლესია ცდილობდა არ დაეშვა მსგავსი ფაქტების გახმაურება და ირლანდიური პოლიციაც უმოქმედობდა.

XS
SM
MD
LG