Accessibility links

გაზეთი “ბათუმელები” სოდ-ს თანამშრომლის დაშანტაჟებაში ადანაშაულებს


გაზეთი “ბათუმელები” საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) აჭარის სამმართველოს გაზეთის თანამშრომელთა დაშინებასა და შანტაჟში ადანაშაულებს. “ბათუმელების” მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის განცხადებით, გაზეთის ჟურნალისტს თედო ჯორბენაძეს ჯერ ”ბათუმელების” ოფისთან დახვდნენ, შემდეგ კი ტელეფონით დაუკავშირდნენ და სოდ-ის შენობაში მისვლა სთხოვეს. ჯორბენაძის თქმით, მას უთხრეს რომ საუბარი მის სექსუალურ პარტნიორს შეეხებოდა და აჩვენეს შავ-თეთრი ფოტოები, რომელზეც გამოსახული იყო მამაკაცი საცვლების ამარა და უთხრეს, რომ ამ კადრებზე თავად იყო. ჯორბენაძე ამბობს, რომ სპეცსამსახურის თანამშრომელებმა უთხრეს, თითქოს “ბათუმელების" რედაქციით დაინტერესებული იყვნენ რუსეთის და თურქეთის სპეცსამსახურები და მათ ჟურნალისტის დახმარება სჭირდებოდათ. უარის შემთხვევაში, ფოტოების ჟურნალისტის მამისთვის გადაგზავნითა და ინტერნეტში გავრცელებით დაემუქრნენ. გაზეთის რედაქტორის ეთერ თურაძის აზრით, სოდი იყენებს ადამიანების გადაბირების საბჭოთა მეთოდებს და ითხოვს, რომ დაიწყოს მისი თანამშრომლის შანტაჟისა და გადაბირების მცდელობის გამოძიება.
XS
SM
MD
LG