Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში ამომრჩეველთა სიებზე კამათია


თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატები გამოთქვამენ პრეტენზიებს წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. ზაურ არძინბა, ბესლან ბუთბა და რაულ ხაჯიმბა თვითაღიარებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში ითხოვენ: მათთვის ხელმისაწვდომი იყოს იმ მოქალაქეთა სიები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ, ისინი ასევე ითხოვენ გაცემული პასპოტრების რაოდენობა, მათ შორის იმ პასპორტების, რომლებშიც საცხოვრებელი ადგილი არ არის მითითებული. მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში კანდიდატები ითხოვენ გალის იმ მკვიდრთა სახელობით სიებსაც (საპასპორტო მონაცემების გარეშე), რომელთაც აფხაზეთის პასპორტები მიიღეს. ოპოზიციონერ კანდიდატებს ეჭვი აქვთ, რომ პასპორტები შეიძლება გამოყენებული იყოს არჩევნების ფალსიფიკაციისთვის.

XS
SM
MD
LG