Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკომანია და ფინანსური დარღვევები ფეხბურთის ფედერაციაში


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომისიის სხდომაზე ორგანიზაციის ფინანსური დარღვევების გარდა სკანდალური განცხადება გაკეთდა: ნაკრების ორი ფეხბურთელი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, შენახვასა და გასაღებაშია შემჩნეული. განცხადება ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა სხდომის დაწყებამდე გააკეთა. სპორტის დეპარტამენტში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომისიის დახურულ სხდომაზე, სხვადასხვა საკითხთა შორის, ფედერაციის ფინანსური აუდიტის დასკვნის განხილვაც მოხდა. დოკუმენტი ფეხბურთის ფედერაციაში 2005-2009 წლებში თანხების ხარჯვას შეეხება. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ სიჭინავა აცხადებს, რომ დაბალი მენეჯმენტისა და ფინანსების არამიზნობრივად გამოყენების გამო ბევრი დარღვევაა გამოვლენილი. როგორც ირკვევა, 5 წლის განმავლობაში ფედერაციამ 56 მილიონი ლარი დახარჯა და 10 მილიონი ლარის ვალი დაუგროვდა. კრედიტების სანაცვლოდ კი ფედერაციის შენობებია ჩადებული ბანკებში. აუდიტის საბოლოო დოკუმენტი ჯერ მზად არ არის და ფედერაციაში დასკვნას 3-4 დღეში ელოდებიან.
XS
SM
MD
LG