Accessibility links

ოპოზიციონერთა პრაიმერი 31 მარტს გაიმართება


კონსერვატიული პარტიის განცხადებით, ოპოზიციიდან თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად წინასწარი არჩევნები, ანუ პრაიმერი დედაქალაქში 31 მარტს გაიმართება, მანამდე კი - ანალოგიური პროცედურები რეგიონებში ჩატარდება. კონსერვატორთა განმარტებით, პრაიმერის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა დებულების პროექტი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნას, კენჭისყრის პროცედურებს, ხმის დათვლას და სხვა საკითხებს შეეხება. პროექტის საჯარო განხილვა 1 დეკემბრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც საბოლოო ვარიანტს ხელს პრაიმერის მონაწილე პოლიტიკური პარტიები მოაწერენ.
XS
SM
MD
LG