Accessibility links

logo-print

პოლონეთი საქართველოს სამხედროთა აღჭურვილობის მოდერნიზაციაში დაეხმარება


თავდაცვის სფეროში საქართველოსა და პოლონეთის მიერ თანამშრომლობის გააქტიურებაზე ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა დღეს თბილისში იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბოგდან კლიხმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სამხედროთა აღჭურვილობის მოდერნიზაციასა და განათლებაში საქართველოს გაცილებით აქტიურად დაეხმარება. თავის მხრივ, ბაჩო ახალაიამ აღნიშნა, რომ ნატოში ინტეგრაციისთვის პოლონეთის დახმარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
XS
SM
MD
LG