Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია ”ყველა პუტინის წინააღმდეგ” რამდენიმე ქვეყანაში გაიმართება


საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს ინიციატივით დღეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გაიმართება საპროტესტო აქციები, დევიზით ”ყველა პუტინის წინააღმდეგ”. აქციის მონაწილენი კავკასიაში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას გააპროტესტებენ. თავად რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს პარიზში მოლაპარაკება ფრანგ კოლეგასთან გამართა. ვალდიმირ პუტინის ვიზიტის წინ, გაზეთმა ”მონდმა” გამოაქვეყნა ინტერვიუ პატიმრობაში მყოფ მიხაილ ხოდორკოვსკისთან, რომელმაც საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევა მეორეხარისხოვან პრობლემად არ განიხილოს.
XS
SM
MD
LG