Accessibility links

logo-print

თომას ჰამარბერგს ცხინვალშიც ელიან


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში ერთკვირიან ვიზიტს იწყებს. თომას ჰამარბერგი შეხვედრებს თბილისსა და გორში გამართავს და გაემგზავრება ოკუპირებულ ცხინვალში, სადაც პატიმრობაში საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ტირძნისელი მოზარდები იმყოფებიან. ცხინვალში დღეს დაადასტურეს, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან პირველ დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრისას ოთხი დაკავებული მოზარდის საკითხიც განიხილება. ამასთან, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში დავით სანაკოევმა სააგენტო ”რეს”-ს აცნობა, რომ თომას ჰამარბერგთან საუბრის მთავარი თემა ქართული მხარის მიერ უკანონოდ დაკავებული ოსი ეროვნების მოქალაქეთა გათავისუფლება იქნება.
XS
SM
MD
LG