Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი უარყოფს შირინ ებადის ნობელის მედლის კონფისკაციას


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ნორვეგიას არ აქვს თეირანის გაკრიტიკების უფლება იმის გამო, რომ მან უფლებადამცველ შირინ ებადის ნობელის პრემია ჩამოართვა. ხუთშაბათს ებადიმ განაცხადა, რომ ირანის მთავრობის წარმომადგენლებმა სამი კვირის წინ კონფისკაცია გაუკეთეს მის ნობელის მედალსა და დიპლომს, რომელიც ირანის ერთ-ერთი ბანკის სეიფში ინახებოდა - და განაცხადეს, რომ ებადის პრემიით მიღებული 1.3 მილიონი დოლარიდან გადასახადების გადახდა მართებს. ნორვეგიის განცხადებით, ოქროს მედლის კონფისკაცია შოკისმომგვრელი და პრემიის 108-წლიან ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტია. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს თქვა, რომ ნორვეგიას არ აქვს უფლება ირანი საგადასახადო კანონის დაცვის გამო აკრიტიკოს.
XS
SM
MD
LG