Accessibility links

logo-print

გერმანიაში შრომის მინისტრი გადადგა


გერმანიაში შრომის მინისტრი ფრანც იუნგი გადადგა ავღანეთში სექტემბრის ინციდენტის გამო. საქმე ეხება გერმანელი ოფიცრის თხოვნით განხორციელებულ ნატოს საჰაერო იერიშს, რომელსაც ათობით სამოქალაქო პირიც შეეწირა. იუნგი იმ დროს თავდაცვის მინისტრი იყო და, გავრცელებული ცნობებით, უარყოფდა სამოქალაქო პირების დახოცვის ფაქტს. იუნგზე გადადგომის მოთხოვნით ზეწოლა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სამხედრო ანგარიში, სადაც სამოქალაქო მსხვერპლზე იყო საუბარი, დამალულ იქნდა. ხუთშაბათს გერმანიაში მაღალი რანგის ორი სამხედრო პირი გადადგა. მათ ინფორმაციის დამალვაში ედებათ ბრალი.
XS
SM
MD
LG