Accessibility links

logo-print

ბაროზუ ევროკომისიის ახალ შემადგენლობას აცხადებს


ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ, თავისი აპარატის ახალი შემადგენლობა გამოაცხადა - რომელიც მომავალი 5 წლის განმავლობაში იმუშავებს. ევროკავშირის შიდა ბაზრის ზედამხედველის პორტფელი საფრანგეთს ერგო, ენერგეტიკის - გერმანიას, კონკურენციის საკითხებზე ესპანეთი იმუშავებს, საერთაშორისო ვაჭრობაზე კი ბელგია. ბრიტანელი კეტრინ ეშტონი უკვე დაინიშნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრად. ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლოს კომისარი ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი სტეფან ფუელე გახდა - თუმცა მას შესაძლოა კომუნისტური წარსულის გამო პრობლემები შეექმნას იანვარში, როცა ახალი კომისიის შემადგენლობას ევროპარლამენტი უყრის კენჭს .
XS
SM
MD
LG