Accessibility links

logo-print

აშშ ირანის მისამართით კრიტიკას გამოთქვამს მისი ბირთვული პროგრამის გამო


თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, რობერტ გიბსმა დღეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აშშ-ისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოთმინებას საზღვარი აქვს და პრობლემის მოსაგვარებელი დრო თანდათან იწურება. გიბსის განცხადებით, თუ ირანი უარს იტყვის თავისი ვალდებულების შესრულებაზე, თვითონვე აგებს პასუხს მზარდ "იზოლაციასა და შედეგებზე". ეს განცხადება რამდენიმე საათში მოჰყვა გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც გმობს ირანში ურანის გასამდიდრებელი საიდუმლო ობიექტის არსებობას და მოითხოვს პროექტის დაუყოვნებლივ შეჩერებას. ეს, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ატომური სააგენტოს მიერ ირანის მიმართ ასეთი კრიტიკული რეზოლუციის მიღების პირველი შემთხვევაა. ირანმა რეზოლუციას „ნაჩქარევი და შეუსაბამო“ ნაბიჯი უწოდა.
XS
SM
MD
LG