Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოცხადდა


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის, ეთერ ნინუას მკვლელობის საქმე გახსნილია. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, უკვე დაკავებულია ეჭვმიტანილი. გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით, მათ შორის განზრახ მკვლელობის მუხლით. 67 წლის თამაზ ნინუა საკუთარ ბინაში მეუღლესთან, 64 წლის ეთერ ნინუასთან ერთად მოკლეს. მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ორი კვირის წინ, 13 ნოემბერს გავრცელდა.
XS
SM
MD
LG