Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში სასულიერო პირი აცხადებს, რომ ქვეყანას მუქარა ვერ დააშინებს


ირანში მაღალი რანგის სასულიერო პირმა განაცხადა, რომ ქვეყანას ვერ დააშინებს მუქარა და ის არც ბირთვული ტექნოლოგიის განვითარების უფლების სანაცვლოდ შეთავაზებულ „ქრთამს“ დათანხმდება. გავლენიანი ექსპერტთა საბჭოს წევრი, აჰმედ ხათამი, ამ განცხადებებით გაეროს ატომური სააგენტოს მიერ პარასკევს მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც კრიტიკულად აფასებს ირანის ქმედებებს. ბოლო 4 წლის განმვალობაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა გაეროს ბირთვულმა უწყებამ ირანის მიმართ ამგვარი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო ძალების მოთმინება იწურება.
XS
SM
MD
LG