Accessibility links

logo-print

ედუარდ ღურწკაია თბილისში გადაასვენეს


მოსკოვში მოკლული აფხაზეთიდან დევნილი ედუარდ ღურწკაია თბილისში გადაასვენეს. შეგახსენებთ, რომ მილიციელის მიერ ნაცემი, 19 წლის ედუარდ ღურწკაია ორშაბათს გარდაიცვალა. ღურწკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი სერჟანტის, ანვარ იბრაჰიმოვის დაპატიმრების სანქცია მოსკოვის ერთ-ერთმა რაიონულმა სასამართლომ ოთხშაბათს გასცა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა - რომელიც თვითმფრინავს აეროპორტში დახვდა - განაცხადა, რომ ეს შემთხვევა მოწმობს, რაოდენ რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება რუსეთში მყოფ ქართველებს და იმედი გამოთქვა რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევები აღარ მოხდება. ღურწკაიას გადასვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ფარავს.
XS
SM
MD
LG