Accessibility links

logo-print

ახალგაზრდული ორგანიზაციები ტირძნისელ მოზარდებს სოლიდარობას უცხადებენ


ცხინვალში დაკავებული 4 ტირძნისელი მოზარდის გათავისუფლების საკითხში ჩართვისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდეს საქართველოში მოქმედმა ახალგაზრდულმა ორგნიზაციებმა ევროპის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს. მათ ეროვნული ფორუმის ოფისში ხელი მოაწერეს მიმართვას, რომელიც ევროპის ახალგაზრდულ პარლამენტს, ევროსაბჭოს ახალგაზრდულ ორგანიზაციასა და ევროპის ახალგაზრდულ ფორუმს გაეგზავნება. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამარბერგის განცხადებით, მოზარდები სახლებში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. ჰამარბერგი საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება.
XS
SM
MD
LG