Accessibility links

მუსულმანებმა ეიდ-ალ-ადჰა იზეიმეს


სამხრეთ აზიაში, ერაყში და ირანში მცხოვრებმა მუსულმანებმა ეიდ-ალ-ადჰა - მსხვერპლშეწირვის სამდღიანი დღესასწაული - იზეიმეს. დღესასწაული პილოგრიმთა ყოველწლიური მსვლელობის, ჰაჯის, დასრულებას ემთხვევა. ეიდ-ალ-ადჰა წინასწარმეტყველ იბრაჰიმის მიერ შვილის ღმერთისთვის მორჩილებით შეწირვის ამბავს იხსენებს. მუსულმანები იბრაჰიმის გამოცდის ამბავს ცხოველის - ძროხის, აქლემის, ცხვრის ან თხის - დაკვლით აღნიშნავენ. ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში მუსულმანების უმრავლესობამ დღესასწაულის აღნიშვნა ერთი დღით ადრე, პარასკევს დაიწყო.
XS
SM
MD
LG